გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და დააჭირეთ ღილაკს წარწერით ბიდების შეძენა,

ერთი ბიდის ღირებულება შეადგენს 0,15; 0,16; 0,18; 0,20 ლარს, გამომდინარე იქედან
თუ რომელ ბიდპაკეტს შეიძენთ. ჩვენ გთავაზობთ შეიძინოთ ბიდპაკეტები
25, 50, 100, 250, 500, 1000, 2000, 3000 რაოდენობით, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ
თქვენთვის სასურველი ბიდპაკეტი და გადახდის საშუალება.

ბიდების შეძენა შეგიძლიათ TBC pay-ს ჩასარიცხი აპარატებიდან.

დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლისთვის მონიჭებული ექვსნიშნა ID ნომერი,
რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი პროფილის პანელში (ავატარის ქვეშ).
TBC pay-ს ჩასარიცხ აპარატზე Mybids.ge-ს საპოვნელად იხილეთ ვიდეოინსტრუქციები


იმისათვის, რომ განახორციელოთ ბიდის დადება, აუცილებელია რეგისტრაცია და ბიდპაკეტის შეძენა. ბიდის დადებისთვის დააწექით ღილაკს წარწერით ,,BID,, ლოტის ფარჯარაში. თუ თქვენი დადებული ბიდი მიღებულია თქვენი ნიკი გამოჩნდება ლოტის ფანჯარაში, იმისათვის, რომ დარჩეთ აუქციონის ლიდერი აუცილებელია გადაჭრათ მოწინააღმდეგის დადებული ბიდი, წამზომზე მითითებული დროის ამოწურვამდე თუ თქვენმა მოწინააღმდეგემ არ გადაჭრა თქვენი დადებული ბიდი და თქვენ აღმოჩნდით ბოლო ბიდერი ესეიგი თქვენ გაიმარჯვეთ.

ავტობიდერი არის დროის დაზოგვის საშუალება, რომელიც თქვენი მითითების შესაბამისად

ავტომატურად ათავსებს ბიდებს მიუხედავად იმისა ზიხართ თუ არა კომპიუტერთან და
ჩართული გაქვთ თუ არა ჩვენი გვერდი, ავტობიდერის გრაფაში თქვენ შეგყავთ ბიდების
ოდენობა, რა ოდენობაც გსურთ, რომ გახარჯოს ავტობიდერმა, ავტობიდერი ძალიან კარგი
საშუალებაა ბიდების ეკონომიურად განსათავსებლად, რადგან ის ცდილობს უკანასკნელ
2 წამში განათავსოს ბიდი ანუ აცდის სხვა მომხმარებლებს, რომ ჯერ მათ განათავსონ ბიდები
და ამით ცდილობს ეკონომიურად გახარჯოს მითითებული ბიდების ოდენობა, ავტობიდერზე
მითითებული ბიდების ოდენობა ავტომატურად გეჭრებათ ანგარიშიდან, მაგრამ თუ
აუქციონი დამთავრდება მითითებულზე ნაკლებ ბიდად, გაუხარჯავი ბიდები უკან
გიბრუნდებათ ანგარიშზე. შეგიძლიათ დააყენოთ რამდენიმე ავტობიდერი. ავტობიდერი
შეგიძლიათ გათიშოთ ნებისმიერ დროს და გაუხარჯავი ბიდები ავტომატურად
დაგიბრუნდებათ ანგარიშზე, ჩვენი მომხმარებლების 90%-ზე მეტი წარმატებით სარგებლობს
ავტობიდერით, თუ ერთ აუქციონზე ავტობიდერი ერთსა და იმავე დიაპაზონში ჩართული
ექნება, რამდენიმე მომხმარებელს, ბიდები განთავსდება თანმიმდევრობის მიხედვით,
ავტობიდერით სარგებლობისათვის გთხოვთ დააწვეთ ღილაკს ,,A,, ლოტის ფანჯარაში.


აუქციონის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობასა და

აქტივობაზე, აუქციონი შესაძლებელია დამთავრდეს დაწყებიდან 10-20 წამში
თუ მასში მონაწილეობს მხოლოდ ერთი პირი, არის აუქციონები რომელიც
გრძელდება რამოდენიმე წუთი, როცა ორი პირი მონაწილეობს და ასევე არის
აუქციონები რომლის ხანგრძლივობა შესაძლებელია გაგრძელდეს მთელი დღის
განმავლობაში, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ მასში მონაწილე პირები დიდად
არიან დაინტერესებული ნივთის მიმართ და არ უნდათ, დაუთმონ სხვას.

სწორედ ამაში მდგომარეობს აუქციონის აზრი, ყოველ ჯერზე როდესაც

რომელიმე მონაწილე დადებს ბიდს აუქციონის წამზომი გადაიტვირთება და
10 წამიდან იწყებს უკუსვლას, სწორედ ამ შემთხვევით სარგებლობს სხვა
მონაწილე იმისათვის, რომ მანაც მოასწროს ბიდის დადება.

ჩვენი აუქციონი არის ერთადერთი სხვა აუქციონებს შორის სადაც გამარჯვების

შემთხვევაში ნივთს მიიღებთ 100%-იანი ფასდაკლებით, ყოველგვარი ანგარიშწორების
გარეშე თქვენ აბსოლიტურად უფასოდ სახლში მიიღებთ მოგებულ ნივთს. (<10კგ)

ჩვენს საიტზე განთავსებული ყველა ნივთი არის აბსოლიტურად ახალი

და ორიგინალი, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის ოფიციალური
დისტრიბუტორის მიერ საქართველოში და სარგებლობს გარანტიით, ყველა ნივთი
სერთიფიცირებულია და გააჩნია მწარმოებლის გარანტია. ჩვენი პარტნიორები არიან
მაღაზიათა ქსელი ,,altaokay,, და ,,technoboom,,-ი


თქვენ გახდებით გამარჯვებული იმ შემთხვევაში თუ თქვენი დადებული

ბიდი ბოლო 10 წამის განმავლობაში არ გადაჭრა აუქციონის სხვა მონაწილემ,
ამის შემდეგ ლოტის ფანჯარაში დაეწერება სიტყვა "თქვენ გაიმარჯვეთ", ასევე
საიტის პანელზე ",,ჩემი აუქციონი,," გამოისახება მოგებული ლოტი.

ყველა აუქციონი რომელშიც თქვენ დადევით ერთი ბიდი მაინც, განთავსდება

საიტის პანელზე ",,ჩემი აუქციონი,," ისტორია იმის შესახებ თუ რომელ აუქციონში
მიგიღიათ მონაწილეობა ასევე განთავსებული იქნება საიტის იგივე პანელზე.

თქვენს მიერ აუქციონში გახარჯული თანხა არის საშუალება იმისათვის, რომ

მოხდეს დაანგარიშება და განაწილდეს ეს თანხა შესაბამისი საჩუქრის მისაღებად.

იმისათვის, რომ 72 საათის განმავლობაში გახარჯოთ 500 ლარი თქვენ უნდა შეარჩიოთ

თქვენთვის სასურველი ნივთები და ავტობიდერის დახმარებით მონაწილეობა მიიღოთ
რამოდენიმე აუქციონში ერთდროულად.

გამარჯვების შემთხვევაში თუ ნივთის საბაზრო ფასი არ აღემატება 100 ლარს თქვენ

შეძლებთ გახარჯული თანხის გამოყენებას საჩუქრის მისაღებად, იმისათვის, რომ
გახარჯული თანხა გამოიყენოთ მაქსიმალურად, თქვენ დროულად უნდა გადაწყვიტოდ
საჩუქრის აღება.

თუ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ აუქციონში შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი საბაზრო

ღირებულებით, ამასთანავე თქვენს მიერ აუქციონში გახარჯული თანხა გამოაკლდება
ნივთის საბაზრო ღირებულებას. ნივთის შესაძენად გთხოვთ დააწვეთ ღილაკს
ლოტის ფანჯარაში კალათის გამოსახულებით.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი საბაზრო ფასის ღირებულებით ნებისმიერ დროს,

როცა საჭიროდ ჩათვლით, გაითვალისწინეთ: თუ თქვენ გსურთ ნივთის შეძენა საბაზრო
ფასს გამოკლებული თქვენი გახარჯული თანხით ამ შემთხვევაში თქვენი დრო
შეზღუდულია და განისაზღვრება პირველი დადებული ბიდიდან 72 საათის
განმავლობაში, (წამზომი განთავსებულია საიტის პანელის მარჯვენა ზედა კუთხეში) დროის
ამოწურვის შემთხვევაში თქვენს მიერ აუქციონში გახარჯული თანხა სრულიად ანულირდება.

აუქციონი რომელშიც თქვენ მონაწილეობას მიიღებთ, მასში გახარჯული თანხა

შესაძლებელი იქნება გამოიყენოთ მხოლოდ იმ კონკრეტული ნივთის შესაძენად,
ან/და იმისათვის, რომ მიიღოთ სასაჩუქრე ნივთი.

ეს არის უნიკალური შემოთავაზება რომელსაც მსოფლიოს არცერთი მსგავსი

აუქციონი არ სთავაზობს მომხმარებელს, სასაჩუქრე ნივთი შეგიძლიათ შეარჩიოთ
და მიიღოთ აბსოლიტურად უფასოდ, ნებისმიერ დროს პირველი დადებული
ბიდიდან 72 საათის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ თქვენ რომელიმე
აუქციონში მიიღეთ მონაწილეობა და გახარჯეთ თანხა, ღილაკზე "სასაჩუქრე ნივთი"
ხელის დაჭერით გადახვალთ საიტის პანელზე სადაც განთავსებულია უამრავი
სხვადასხვა დასახელების ნივთი, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და სახლში
მიიღოთ გახარჯული თანხის ღირებულების საჩუქარი აბსოლიტურად უფასოდ.

იმისათვის, რომ თქვენ მოიპოვოთ საჩუქრის მიღების უფლება, საჭიროა აუქციონში

გახარჯული გქონდეთ მინიმუმ 20 ლარი.

თქვენს მიერ ყველა აუქციონში მონაწილეობის პარალელურად დაჯამდება ყოველი

გახარჯული თანხა, (გახარჯული თანხა მითითებულია საიტის პანელის მარჯვენა
ზედა კუთხეში) შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ დაჯამებული თანხით აარჩიოთ
შესაბამისი ღირებულების საჩუქარი. გაითვალისწინეთ: თქვენ გაქვთ საშუალება გახარჯული
თანხით ისარგებლოთ პირველივე დადებული ბიდიდან 72 საათის განმავლობაში, დროის
ათვლა დაიწყება ყოველი ახალი დადებული ბიდისთანავე, (წამზომი მითითებულია
საიტის პანელის მარჯვენა ზედა კუთხეში) დროის ამოწურვის შემთხვევაში თქვენს
მიერ გახარჯული თანხა სრულიად ანულირდება.


თქვენს მიერ ონლაინ აუქციონში გახარჯული თანხით შეგიძლიათ შეარჩიოთ

და მიიღოთ იმდენი ნივთი რამდენზედაც შეძლებთ გახარჯული თანხის განაწილებას.

თქვენს მიერ არჩეული საჩუქარი არ შეიცვლება, ამიტომ ყურადღებით იყავით,

კარგად გაერკვიეთ იმაში თუ რომელი საჩუქარი უფრო სასურველია თქვენთვის
და ამის შემდეგ აიღეთ შერჩეული ნივთი.

თქვენს მიერ არჩეული საჩუქრები აისახება საიტის პანელზე ,,"ჩემი აუქციონი,,".

იმისათვის, რომ მიიღოთ სასაჩუქრე ნივთი საჭიროა გქონდეთ ონლაინ აუქციონში

გახარჯული თანხა, რომლის საფუძველზე შეძლებთ შეარჩიოთ გახარჯული თანხის
ღირებულების ნივთი, რომელსაც ჩვენი კურიერი მოგართმევთ სახლში აბსოლიტურად
უფასოდ, ეს არის შემოთავაზება რომელიც არ გააჩნია არცერთ სხვა ონლაინ აუქციონს.

თქვენს მიერ აუქციონში გახარჯული თანხა, დასადებათ დარჩენილი ბიდი, დრო

რომელიც განკუთვნილია საჩუქრის შერჩევისთვის, სამივე ეს შეტყობინება
განთავსებულია საიტის პანელის მარჯვენა ზედა კუთხეში.

ბალანსზე არის ასახული თქვენს მიერ ჩარიცხული თანხა რომლის მეშვეობით შეძლებთ ნივთის შეძენას, და ასევე საჭიროების შემთხვევაში მიტანის საფასურის გადახდას.

მონაწილეების მიერ დადებული ბიდი, ჩვენს სერვერს უკავშირდება წამის მეათედებში,

შეიძლება სხვა მონაწილემ დადო ბიდი ცოტათი თქვენზე ადრე და ამიტომ მისი ნიკი
აისახა პირველი, დადებული ბიდის სიგნალის დრო კომპიუტერიდან სერვერამდე
დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე.

ონლაინ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი, პირი რომელიც ნივთის შეძენას

გადაწყვეტს ან ის მონაწილე რომელიც სასაჩუქრე ნივთს შეარჩევს, ყველა მომხმარებელს
ჩვენი კურიერი შერჩეულ ნივთს სახლში მიართმევს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მთელი
საქართველოს მაშტაბით, აბსოლიტურად უფასოდ (<10კგ).