ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საუკეთესო პირობებს


|


ონლაინ აუქციონი Mybids.ge გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ გაერთოდ, მიიღოთ უდიდესი სიამოვნება და ამავდროულად გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვოთ თქვენთვის სასურველი ნივთი 100%-იანი ფასდაკლებით, დიახ, არ მოგესმათ, იმისათვის, რომ თქვენ მოიპოვოთ ონლაინ აუქციონში მონაწილეობის უფლება, აუცილებელია დარეგისტრირდეთ, და შეიძინოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ბიდპაკეტი. ყოველივე ამ მარტივი მოქმედების გავლის შემდეგ თქვენ უკვე მზად ხართ შეუდგეთ საქმეს, შეარჩიეთ სასურველი ნივთი, დააწექით ღილაკს წარწერით ‘’Bid’’ ყოველი ასეთი მოქმედება აუქციონის ფასს ზრდის 0,01 ლარით, გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა 10 წამის ამოწურვამდე შეინარჩუნოთ ბოლო ბიდერის სტატუსი, ანუ ის მონაწილე რომელიც ბოლო 10 წამის განმავლობაში დადებს ბიდს არის გამარჯვებული.



მნიშვნელოვანია!

100%-იანი ფასდაკლება გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან სხვა ონლაინ აუქციონებისგან განსხვავებით გამარჯვებული მოგებულ ნივთში არ იხდის არცერთ თეთრს, მას მოგებული ნივთი გადაეცემა აბსოლიტურად უფასოდ,მონაწილის ვალია მხოლოდ ის, რომ მან 10 წამის განმავლობაში შეინარჩუნოს ბოლო ბიდერის სტატუსი და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.


||


ადამიანი ყოველთვის ძალღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შანსს, აუქციონი რომელშიც თქვენ დამარცხდით, შესაბამისად რაღაც გარკვეული თანხის რაოდენობა გახარჯეთ, თქვენ შეგიძლიათ ამ გახარჯულ თანხას დაამატოთ მხოლოდ ის სხვაობა რომელიც ჯამში შეადგენს ნივთის საბაზრო ღირებულებას და შეიძინოთ ნივთი ისე, რომ არაფერი დაკარგოთ.


|||


Mybids.ge არის ერთადერთი ონლაინ აუქციონი სადაც ყველა გამარჯვებულია, გამარჯვებულია იმ თვალსაზრისით რომლითაც ახლავე დარწმუნდებით, დავუშვათ, თქვენ აუქციონში დამარცხდით და ამავდროულად არ გაქვთ შესაძლებლობა დაამატოთ აუქციონში გახარჯულ თანხას სხვაობა ნივთის შესაძენად, ჩვენი აუქციონი გაძლევთ მეორე უპრეცენდენტოთ უნიკალურ შანსს, დააწექით ღილაკს საჩუქრების ოთახი, შეარჩიეთ ის ნივთი რომლის ღირებულებაც უტოლდება თქვენს მიერ აუქციონში გახარჯულ თანხას, და მიიღეთ საჩუქრად. თქვენ არაფერს კარგავთ.




მნიშვნელოვანია!
სხვა ონლაინ აუქციონებისგან განსხვავებით ჩვენთან ნივთის ადგილზე მიტანა ხორციელდება უფასოდ,მთელი საქართველოს მაშტაბით, (<10კგ) უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს როგორც გამარჯვებულზე, ასევე დამარცხებულზე რომელმაც აუქციონში გახარჯული თანხის მეშვეობით მიიღო მისი ღირებულების საჩუქარი, ან პირი რომელიც შეიძენს ნივთს საბაზრო ღირებულებით.

სხვა ონლაინ აუქციონებიდან განსხვავებით ჩვენი მოგება განისაზღვრება მხოლოდ გაყიდული ბიდების რაოდენობით.რაც მთავარია ჩვენთან ყველაფერი სამართლიანად ხდება. გისურვებთ წარმატებებს