უსაფრთხოება და კონფედენციალურობა



საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა


თქვენ აცნობიერებთ, რომ იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რასაც ჩვენ გიგზავნით (როგორიცაა გზავნილები დამოსაწვევები, არის გამოგზავნილი სწორედ იმ მიზნით, რომ “Mybids.ge” – იმ მოახდინოს მისი გამჟღავნება სხვადასხვაგზით. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ვრცელდება რაიმე სახის ვალდებულებაკონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. სხვა სახის ინფორმაცია, როგორიცაა ინფორმაცია საკრედიტობარათთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება შეთავაზების შეძენისას, შეინახება ჩვენი პარტნიორი ბანკისმონაცემთა ბაზაში, რომელიც სრული პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციაზე, და რომელზეც ჩვენ არ მიგვიწვდებახელი და არც ვაკონტროლებთ მას. თქვენ თანახმა ხართ, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით შეთავაზებისშეძენასთან დაკავშირებით, შეიძლება გამჟღავნებულ იქნეს ჩვენს მიერ “Mybids.ge” -ის პარტნიორების წინაშე მათიკომერციული მიზნებისათვის, მათ შორის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შეთავაზების განხორციელება.ჩვენი ინფომაციის დაცვის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას,რომელიც ეხება თქვენს პირად ინფორმაციას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენსა და თქვენს შორისდადებული ხელშეკრულების ნაწილს და ინკორპორირებულია ამ ხელშეკრულებაში მითითების სახით. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და “Mybids.ge”-ს შორის, როგორიცაა ელექტრონულიფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურებისგაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არასაკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. კომპანია იტოვებს უფლებას შეზღუდოს მომხ სხვადასხვა ინფორმაციასთანდაკავშირებული წესები ვებ-გვერდით სარგებლობის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და მიიღოთხელმისაწვდომობის უფლება სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და მასალებზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კონტენტს.“კონტენტი ასევე მოიცავს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე გაგზავნილ ინფორმაციასა და მასალებს. თქვენ თანახმა ხართ, რომარ შეასწორებთ ან დაამახინჯებთ სხვების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას (მათ შორის “Mybids.ge”– ის მიერნებადართულ რეკლამასა და სარეკლამო აქციებს). თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ არ გაგზავნით ან გამოიყენებთ არცერთ კონტენტს ნებისმიერი სახით, რაც:

• არღვევს სხვების საავტორო, სასაქონლო ნიშნის, კომერციული საიდუმლოების, ინტელექტუალურ ან ნებისმიერ სხვასაკუთრების უფლებას,

• არღვევს მესამე მხარის კონფიდენციალურობის, საჯაროობის, ან სხვა უფლებებს,

• “Mybids.ge” – ის ერთპიროვნული შეხედულების თანახმად არის უკანონო, ცილისმწამებლური, დისკრიმინაციული,პორნოგრაფიული, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, დამჩაგვრელი, სიძულვილის გამომხატველი, ანწაახალისებს იმგვარ ქმედებას რაც ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, გამოიწვევს სამოქალაქოპასუხისმგებლობას, დაარღვევს ნებისმიერ კანონს, ან სხვაგვარად იქნება შეუთავსებელი კომპანიის ინტერესებთან.

• არის ყალბი ან არაზუსტი, ან

• შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ჩვენი კომპანიის, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიის, ჩვენი პარტნიორი კომპანიების,ჩვენთვის რეკლამის გამწევი პირების, ან სხვა მხარეებისათვის.

ჩვენ ვცდილობთ აღვასრულოთ ეს წესები ყველა ჩვენი მომხმარებელის მიმართ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ჩვენივებ-გვერდითა ან მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ მაინც აღმოჩნდეთ დაუცველი იმგვარი ინფორმაციის მიმართ,რომელიც არღვევს ჩვენს კონტენტის პირობებს ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელია. თქვენ შეგიძლიათ მაინცისარგებლოთ ვებ-გვერდითა და მომსახურებით აღნიშნული რისკების საკუთარ თავზე აღების პირობით. ჩვენშეგვიძლია, თუმცა ვალდებულნი არ ვართ, გავაუქმოთ მომხმარებელთა ანგარიშები ან/და წავშალოთ კონტენტი ვებ-გვერდიდან იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით ან ეჭვი გაგვიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიშები ანკონტენტი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ან იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც დადებულიაშეურაცხყოფის განმახორციელებელ მოხმარებელთან (მომხმარებლებთან). კომპანია იტოვებს უფლებას დაუწესოს მომარებლებს ჩვენი სერვისით სარგებლობაზე ლიმიტი ან სრულად შეუზღუდოს ჩვენი სერვისით სარგებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლებს აუნაზაღაურებს სერვისით სარგებლობაზე წინასწარ ანგარიშსწორებულ გაუხარჯავ ყველა მატერიალურ ხარჯს (იგულისხმება ნაშთი, რომლითაც მომხმარებელს არ უსარგებლია ჩვენი სერვისით). ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს დაუცველობაზე ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტთანმიმართებით, მიუხედავად იმისა, ეს კონტენტი არღვევს ჩვენს კონტენტის პირობებს თუ არა.



ინფორმაციის შენახვა

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული. მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდჩვენს პროვაიდერ ან შვილობილ კომპანიებს იმისათვის, რომ მოხდეს ინფორმაციის მაქსიმალური კონტროლი:თაღლითობის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ, მომხმარებლის ასაკის გადამოწმება და ა.შ. ჩვენი სასერვერო საინფორმაციო ბაზები მდებარეობს შეერთებულ შტატებში უახლესი ტექნოლოგიებით დაცულ გამოყოფილ სერვერებზე.



სატელეფონო ზარები

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე უფლებას ვიტოვებთ ვაწარმოოთ ზარების მონიტორინგი (ზარების ჩაწერა).



„ქუქის“–ის გამოყენება


ქუქის“–ის გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით. ვებ გვერდზე რეგისტრაციისგავლით თქვენ ადასტურებთ, რომ ჩვენ გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენი „ქუქის“-ის ინფორმაცია.

„ქუქის“–ი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის „ჰარდ“ დისკზე. ეს ინფორმაციაჩვენ გვეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში. თუ თქვენ არ გსურთთქვენი „ქუქის“–ის ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ბრაუზერის მეშვეობით. გთხოვთგაითვალისწინოთ, რომ ჩვენი „ქუქის“-ის წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საშუალება სრულადიხილოთ ვებ გვერდი და ისარგებლოთ ყველა მისი ფუნქციით.



ინტერნეტ გადარიცხვები


იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი გამოიყენება გლობალურად,ინტერნეტის გამოყენება პირადი მონაცემებისშეგროვებასა და გადამუშავებაში აუცილებლად მოითხოვს მონაცემთა გადაცემას საერთაშორისო მასშტაბით. აქედანგამომდინარე, ჩვენთან ვებ–გვერდზე ნავიგაციისა და ელექტრონული კომუნიკაციის დროს, თქვენ ეთანხმებით თქვენიპერსონალური ინფორმაციის დამუშავებას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ,რომ მოცემული ინფორმაცია დამონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ და ექვემდებარებოდეს ამ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას.



ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებსა დათამაშის ისტორიას გავუზიაროთ შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის პოლიციას, რათაგამოიძიოს თაღლითობის ან ფულის გათეთრების შემთხვევა.
იმისათვის, რომ შესრულდეს “Mybids.ge”– ის სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები და აგრეთვე “Mybids.ge”– ისშიდა რისკის მართვის პროცედურები, ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ანგარიშის დახურვიდანგარკვეული დროის განმავლობაში. ყველანაირი ინფორმაცია იქნება შენახული ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში
მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე.თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე არსებითიან მატერიალური სახის ცვლილება, ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის,ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.