მოგესალმებათ “Mybids.ge”


“Mybids.ge” წარმოადგენს კომერციულ ონლაინ აუქციონს, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას
გაერთოს, ისიამოვნოს და ამავდროულად აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიღოს მისთვის
სასურველი ნივთი.


1
100%-იანი ფასდაკლებით, ანუ უფასოდ.
2
დამარცხების შემთხვევაში, შეიძინოს იგივე ნივთი საბაზრო ფასს გამოკლებული აუქციონში გახარჯული თანხით.
3
დამარცხების შემთხვევაში შეარჩიოს და უფასოდ მიიღოს სასურველი ნივთი, რომლის ღირებულებაც უტოლდება მის მიერ აუქციონში გახარჯულ თანხას.
4
საქრთველოს მთელი მაშტაბით, ნებისმიერ ადგილზე მიიღოს მოგებული, ნაყიდი ან სასაჩუქრე ნივთი აბსოლიტურად უფასოდ. (<10კგ)



ეს არის ის ოთხი უპრეცენდენტოდ უნიკალური შემოთავაზება რაც ჩვენ გვანსხვავებს სხვა ონლაინ აუქციონებისგან, ერთი სიტყვით ჩვენთან დამარცხებული არავინ რჩება. აუქციონის სასტარტო თანხა შეადგენს 0,00 ლარს, ყოველი დადებული ბიდი აუქციონის ფასს ზრდის მხოლოდ 0,01 ლარით, საბოლოო ფასი დამოკიდებულია მონაწილეთა აქტივობაზე, ჩვენს საიტზე განთავსებული ნივთები არის აბსოლიტურად ახალი და ორიგინალი, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის ოფიციალური დისრიბუტორის მიერ საქართველოში, ყველა ნივთი სერთიფიცირებულია და გააჩნია მწარმოებლის გარანტია. ჩვენი პარტნიორები არიან მაღაზიათა ქსელი ,,altaokay,, და ,,technoboom,,-ი. სხვა ონლაინ აუქციონებიდან განსხვავებით ჩვენი მოგება განისაზღვრება მხოლოდ გაყიდული ბიდების რაოდენობით. რაც მთავარია ჩვენთან ყველაფერი სამართლიანად ხდება.


"Mybids.ge" -ის ხელშეკრულების პირობები


წინამდებარე ხელშეკრულების პირობები (“ხელშეკრულება”) სავალდებულოა თქვენთვის და კომპანია “Mybids.ge” -ისთვის. აღნიშნული კომპანია შემდგომში მოხსენიებულია როგორც “Mybids.ge” გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე,ისევე, როგორც ჩვენი “ინფორმაციის დაცვის პირობებზე” (გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: უსაფრთხოება და ინკორპორირებულია აქ მითითების სახით). ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებგვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ- გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ვებ-გვერდით ან ჩვენი მომსახურებით, ასევე მიუთითებს კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე, რომლის სახელითაც ეს პირი შედის ვებგვერდზე ან სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. ჩვენი მომსახურება “Mybids.ge” არის ონლაინ საზოგადოება, რომლის მიზანია, შესაძლებელი გახადოს ხალხისათვის საკუთარი ინტერესების ორგანიზება, მეგობრების კრებულების დათვალიერება და საკუთარი ინტერესების ირგვლივ რეკომენდაციების მიღება(“მომსახურება”) ჩვენი ვებგვერდის, კერძოდ “Mybids.ge” ასეთია, მაგალითად, ჩვენი “Facebook”- ისა და “Twitter”-ის აპლიკაციები. ჩვენი მომსახურება ასევე განიჭებთ შესაძლებლობას, რომ შეიძინოთ სპეციალური შეთავაზებები (როგორც აღწერილია ქვემოთ) ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტებსა და მომსახურებაზე. კომპანია და ვებ- გვერდი ერთობლივად მოხსენიებული იქნება, როგორც “Mybids.ge” თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ “Mybids.ge” - ით მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ თქვენ:



• იმოქმედებთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;


• არ მოახდენთ “Mybids.ge” ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში “Mybids.ge” – ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

• წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას ანგარიშის გახსნისას ან/და ჩვენი მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებისას;

• ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის, პირად ანგარიშისზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე,რაც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის დროს, ან თქვენი პირადი ანგარიშის მეშვეობით “Mybids.ge” –ით სარგებლობის დროს;


• არ გამოიყენებთ “Mybids.ge” ს ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორისანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას, კომერციული მიზნების მისაღწევად;


• არ გამოიყენებთ “Mybids.ge” – ის მიერ წარმოდგენილ კომუნიკაციის სისტემებს ან “Mybids.ge” – ზე შექმნილ კონტაქტებს კომერციული მიზნების მისაღწევად;

• ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის რაიმე საკითხის ფორუმზე განხილვაზე, პროფილის ინფორმციაზე, ბმულებზე, სურათებისა და სხვა მსგავსი სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე და მასალებზე („კონტენტი“), რომელსაც თქვენ ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე.

• ადასტურებთ, რომ თქვენ გეკუთვნით ან ფლობთ საჭირო უფლებებს, ნებართვებს და თანხმობებს საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ “Mybids.ge” – ს, რათა მან გამოიყენოს ყველა და ნებისმიერი თქვენს მიერ “Mybids.ge”–ისთვის გაგზავნილი ფაილი ამ ხელშეკრულებით “Mybids.ge” – ისათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად;


• აქვე, “Mybids.ge” – ით სარგებლობისას ან “Mybids.ge” – ის მიერ ნებადართული, თუმცა სხვა დეველოპერის მეშვეობით შექმნილი პროგრამით სარგებლობისას, თქვენ ანიჭებთ “Mybids.ge” – ის თითოეულ მომხმარებელს არა ექსკლუზიურად უფლებას, რომ ამ უკანასკნელისათვის ხელმისაწვდომი გახდეს თქვენს მიერ “Mybids.ge” – ის მეშვეობით გაგზავნილი კონტენტი და მან გამოიყენოს, მოახდინოს რეპროდუქცია, გაავრცელოს, წარმოადგინოს და შეასრულოს, ასევე მოამზადოს მეორადი ნაწარმოები ამ კონტენტიდან. ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს დაშვებულია “Mybids.ge” ის ფუნქციონირებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით

• არ გაგზავნით კონტენტს, რომელიც დატვირთულია საავტორო უფლებით ან წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრების უფლების ობიექტს, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის, საჯაროობის, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა მსგავსი პრინციპების დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა თუ თქვენ ხართ აღნიშნული უფლებების მესაკუთრე ან გაქვთ სათანადო ნებართვა ამ უფლებების კანონიერი მესაკუთრისაგან, რათა კონკრეტულად ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ “Mybids.ge” – ს; და

• აქვე ადასტურებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ, არის თუ არა ნებისმიერი თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადო და შეესაბამება თუ არა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, წავშალოთ ნებისმიერი ან/და ყველა თქვენი გზავნილი, და დავხუროთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.


“Mybids.ge” – თან ანგარიშის გახსნის მეშვეობით დარეგისტრირება აუცილებელია იმისათვის, რათა
მიიღოთ ნებართვა საიმისოდ, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული სახის მომსახურება,
მათ შორის შეთავაზებები, აუქციონზე მონაწილეობა და სხვა. თუ თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ
ჩვენთან ანგარიშის გახსნას ან “Mybids.ge” პროფილის შექმნას, თქვენ ამით დაეთანხმებით იმას, რომ
წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის
განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს
სისტემაში ავტორიზაციისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა -“Mybids.ge” „ანგარიშს“).
“Mybids.ge” – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი “Mybids.ge” -ს
ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ
იქნა “Mybids.ge” ის მიერ, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ
შეგიძლიათრომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს მაგიერ. “Mybids.ge”
ეყრდნობა “Mybids.ge” ანგარიშს, რათა განსაზღვროს არიან თუ არა მომხმარებლები უფლებამოსილნი
იმისათვის, რომ შევიდნენ ვებ-გვერდზე ან ისარგებლონ მისი მომსახურებით. თუ ვინმე შევა ჩვენს ვებ-
გვერდზე ან ისარგებლებს მომსახურებით იმ “Mybids.ge” ანგარიშის მეშვეობით, რომელიც ჩვენ გავეცით
თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ “Mybids.ge” ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე
შეხვედით თქვენ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა
შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ
თქვენი “Mybids.ge” ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ,

რომ თქვენი “Mybids.ge” ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.



საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა


თქვენ აცნობიერებთ, რომ იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რასაც ჩვენ გიგზავნით (როგორიცაა
გზავნილები და მოსაწვევები, არის გამოგზავნილი სწორედ იმ მიზნით, რომ “Mybids.ge” – იმ მოახდინოს
მისი გამჟღავნება სხვადასხვა გზით. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ვრცელდება
რაიმე სახის ვალდებულება კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. სხვა სახის ინფორმაცია,
როგორიცაა ინფორმაცია საკრედიტობარათთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილ იქნა
შეთავაზების შეძენისას, შეინახება ჩვენი პარტნიორი ბანკის მონაცემთა ბაზაში, რომელიც სრული
პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციაზე, და რომელზეც ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი და არც
ვაკონტროლებთ მას. თქვენ თანახმა ხართ, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით
შეთავაზების შეძენასთან დაკავშირებით, შეიძლება გამჟღავნებულ იქნეს ჩვენს მიერ “Mybids.ge” ის
პარტნიორების წინაშე მათი კომერციული მიზნებისათვის, მათ შორის იმისათვის, რომ
უზრუნველყოფილ იქნეს შეთავაზების განხორციელება. ჩვენი ინფომაციის დაცვის პოლიტიკა
განმარტავს, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას,რომელიც ეხება თქვენს
პირად ინფორმაციას. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებული წესები ვებგვერდით
სარგებლობისდროს თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და მიიღოთ ხელმისაწვდომობის უფლება
სხვადასხვა სახის ინფორმაციასა დამასალებზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კონტენტს.“ კონტენტი ასევე
მოიცავს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე გაგზავნილინფორმაციასა და მასალებს. თქვენ თანახმა ხართ, რომ
არ შეასწორებთ ან დაამახინჯებთ სხვების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას (მათ შორის “Mybids.ge” – ის
მიერ ნებადართულ რეკლამასა და სარეკლამო აქციებს). თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ არ გაგზავნით
ან გამოიყენებთ არც ერთ კონტენტს ნებისმიერი სახით, რაც:


• არღვევს სხვების საავტორო, სასაქონლო ნიშნის, კომერციული საიდუმლოების, ინტელექტუალურ ან
ნებისმიერ სხვა საკუთრების უფლებას,


• არღვევს მესამე მხარის კონფიდენციალურობის, საჯაროობის, ან სხვა უფლებებს,• “Mybids.ge” – ის
ერთპიროვნული შეხედულების თანახმად არის უკანონო, ცილისმწამებლური, დისკრიმინაციული,პ
ორნოგრაფიული, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, დამჩაგვრელი, სიძულვილის
გამომხატველი, ან წაახალისებს იმგვარ ქმედებას რაც ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად,
გამოიწვევს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, დაარღვევს ნებისმიერ კანონს, ან სხვაგვარად იქნება
შეუთავსებელი,


• არის ყალბი ან არაზუსტი, ან


• შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ჩვენი კომპანიის, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიის, ჩვენი პარტნიორი
კომპანიების, ჩვენთვის რეკლამის გამწევი პირების, ან სხვა მხარეებისათვის.
ჩვენ ვცდილობთ აღვასრულოთ ეს წესები ყველა ჩვენი მომხმარებელის მიმართ. მიუხედავად ამისა,
შესაძლოა, ჩვენივებ-გვერდითა ან მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ მაინც აღმოჩნდეთ დაუცველი
იმგვარი ინფორმაციის მიმართ, რომელიც არღვევს ჩვენს კონტენტის პირობებს ან სხვაგვარად
შეურაცხმყოფელია. თქვენ შეგიძლიათ მაინც ისარგებლოთ ვებ-გვერდითა და მომსახურებით
აღნიშნული რისკების საკუთარ თავზე აღების პირობით. ჩვენ შეგვიძლია, თუმცა ვალდებულნი არ
ვართ, გავაუქმოთ მომხმარებელთა ანგარიშები ან/და წავშალოთ კონტენტი ვებ-გვერდიდან იმ
შემთხვევაში, თუ ჩავთვლით ან ეჭვი გაგვიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიშები ან
კონტენტი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ან იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც
დადებულია შეურაცხყოფის განმახორციელებელ მოხმარებელთან (მომხმარებლებთან). ჩვენ არ
გვეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს დაუცველობაზე ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტთან
მიმართებით, მიუხედავად იმისა, ეს კონტენტი არღვევს ჩვენს კონტენტის პირობებს თუ არა.



მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობა იყოს სასიამოვნო
გამოცდილება ყველა ჩვენი მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ
განახორციელებთ ნებისმიერ ქვემოხსენებულ ქმედებას:


• ნებისმიერი უკანონო ღონისძიების განხორციელება ან რეკლამირება ჩვენი ვებ-გვერდის ან
მომსახურების მეშვეობით;

• არასრულწლოვან პირებზე მავნე გავლენის მქონე ნებისმიერი ობიექტის ატვირთვა, გავრცელება ან
დაბეჭდვა;


• ვებგვერდის ან მომსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნის ან რაიმე
მცდელობა იმისათვის, რათა გამოანგარიშებულ იქნეს პროგრამის საწყისი კოდი (მათ შორის
ინსტრუმენტები, მეთოდები, პროცესები და ინფრასტრუქტურა), რასაც ემყარება და რითიც
ფუნქციონირების საშუალება ეძლევა ვებ-გვერდს;


• ვებგვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობა, რისი უფლებაც თქვენ არ გაქვთ;

• ნებისმიერი სახის ვირუსის, კიბერ შეტევებს ან სხვა ზიანის მომტანი კოდის ატვირთვა ან გადაცემა;


• ვებგვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან
ელექტრონულფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;

• ნებისმიერი ავტომატური ან მექანიკური პროცესის გამოყენება ვებ-გვერდიდან ან მომსახურებიდან
რაიმეი ნფორმაციის მოსაპოვებლად ან მოსაძებნად, ან ვებ-გვერდისა და მომსახურების გამართულ
ფუნქციონირებაში ჩარევის მიზნით; ან


• საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება.
ბმულები მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე


ჩვენ არ ვანხორციელებთ კონტროლს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებზეც “Mybids.ge” – ს აქვს ბმულები.
“Mybids.ge” – შეიძლება ჰქონდეს ბმულები მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე, რომლებიც არ ეკუთვნიან,
არც იმართებიან ან კონტროლდებიან “Mybids.ge” – ის მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ და არ
ვიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მსგავი ვებგვერდების ან მათი მფლობელი კომპანიების
კონტენტისათვის, ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის ან საქმიანობისათვის. ასევე, ჩვენ ვერ და არ
ვამოწმებთ ან ვასწორებთ მესამე მხარის ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტს. “Mybids.ge” ით
სარგებლობით თქვენ პირდაპირ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი და ყველა
პასუხისმგებლობისაგან,რაც წარმოიშობა თქვენს მიერ ნებისმიერი მესამე მხარის ვებ-გვერდით
სარგებლობიდან.



პროდუქტები:


1. ფუნქციონირება

კონკრეტული შეთავაზების შეკვეთისას ან შეკვეთის პროცესში მონაწილეობისას, თქვენ ადასტურებთ მზადყოფნას, რომ შეიძინოთის შეთავაზება, რომელიც თქვენ შეარჩიეთ მასზე არსებული შეზღუდვებისა და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით.იმისათვის, რომ შეძლოთ შეთავაზების შეკვეთის პროცესში მონაწილეობა აუცილებელია დააკმაყოფილოთ შეთავაზებაშიმოთხოვნილი პირობები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს შეძენილი და თქვენს “Mybids.ge” ანგარიშზე გააქტიურებულიმონაწილეობის უფლებით ან „ბიდ“-ების შესაბამისი რაოდენობით. შეთავაზებაში მონაწილეობის შეძენილი უფლების დაშეძენილი ბიდების საფასური არ ანაზღაურდება, მიუხედავად იმისა თუ რა წარმატებით დასრულება შეთავაზების შეძენისპროცესი. როგორც კი დააფიქსირებთ შეკვეთას, და აირჩევთ სასურველი გადახდის ხერხს თქვენ მიიღებთ შეთავაზებაშიმონაწილეობის მიღების დადასტურებას ელექტრონული ფოსტით და თქვენი ვირტუალური ანგარიშიდან ან ან საკრედიტობარათით ანგარიშსწორებისას, საკრედიტო ბარათიდან დაიბლოკება აღნიშნული შეთავაზების საფასური მომავალიანგარიშსწორებისათვის. იმისათვის, რომ შეძლოთ ნებისმიერი შეთავაზება შეკვეთა ან შეკვეთის პროცესში მონაწილეობა,აუცილებელია “Mybids.ge” – ს ანგარიშის გახსნა (რეგისტრაციის გავლა). ანგარიშის არსებობა აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთშესაბამისი ინფორმაციის შეგროვება საიმისოდ, რომ თქვენ შეთავაზებისათვის თანხის გადახდის ნება დაგრთოთ და ასევე იმმიზნით, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი შეთავაზების დაბეჭდვა, ძველი შენაძენის ხილვა და თქვენი პარამეტრების შეცვლა.


2. მოვაჭრის პასუხისმგებლობა

სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტის გაყიდვისას, “Mybids.ge” ვაჭრობს პროდუქციით და მოქმედებს, როგორცპარტნიორთა წარმომადგენელი. როგორც პროდუქციის გამცემი ან პროდუქციაზე სრული უფლების მქონე იურიდიული პირი. “Mybids.ge” სრულად არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებისათვის, რაც სრულად ან ნაწილობრივ გამოწვეულია პარტნიორის, მისი პროდუქტებისა და/ან მომსახურების მიზეზით.


3. შეთავაზებების პროგრამის რეკლამირება

პერიოდულად ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალური სარეკლამო აქციები, კონკურსები ან/და სხვა რაიმე სახისწამახალისებელი აქციები. შესაბამისი წესები განთავსდება ვებ-გვერდზე თითოეულ მსგავს აქციასთან ახლოს ან თავად რეკლამის აღწერილობაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვმარტოთ ეს წესები ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, თქვენ კი აქვე თანხმობას აცხადებთ ამ წესების ჩვენს მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე.


4. გასაყიდი პროდუქტები

ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნიდან. თქვენ აცნობიერებთ, რომ ზოგიერთი ან ყველა პროდუქტი ან მომსახურება, რაც წარმოდგენილია ვებ-გვერდზე შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი შესაძენად გარკვეული იურისდიქციებისა ან გეოგრაფიულ რაიონების რეზიდენტი პირებისათვის. “Mybids.ge” იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ არ დაუშვას ან სხვაგვარად შეზღუდოს მომსახურების, ვაუჩერის ან პროდუქტის გაცემა განსხვავებული იურისდიქციის ან გეოგრაფიულ რაიონის რეზიდენტი პირისათვის. “Mybids.ge” არ უზრუნველყოფს, არც აცხადებს, რომ ვებ-გვერდზე რეკლამირებული ნებისმიერი პროდუქტი ან მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება შესაძენად ნებისმიერი კონკრეტული პირისათვის.


5. თანხის დაბრუნება შეძენილ მომსახურებაზე

შეთავაზების შედგომისა და თქვენი მითითებული ანგარიშიდან მომსახურების (ბიდების საფასური, მონაწილეობის საფასური,კუპონები, ვაუჩერები, ტრანსპორტირების საფასური) მიღებისათვის თანხის ჩამოჭრის შემდეგ, “Mybids.ge” არც ერთი შემთხვევაშიარ აბრუნებს უკან ამ თანხას, მაგრამ იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ დაუშვას გამონაკლისები.


6. თანხის დაბრუნება შეძენილ პროდუქციაზე

შეთავაზების შედგომისა და თქვენი მითითებული ანგარიშიდან პროდუქციის შეძენისათვის თანხის ჩამოჭრის შემდეგ,მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შეძენილი ნაკლიანი ან უნაკლო პროდუქციისა და თანხის უკან დაბრუნება, პროდუქციისმიღებიდან 10 დღის განმავლობაში. დაბრუნებული პროდუქტი უნდა იყოს იმავე მდგომარეობასა და შეფუთვაში, რაც პროდუქციის ჩაბარებისას. “Mybids.ge” იტოვებს უფლებას არ აუნაზღაუროს მომხმარებელს პროდუქციის მიწოდების(ტრანსპორტირების) საფასური ასეთის არსებობის შემთხვევაში.


შეწყვეტა


ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ ან შევწყვიტოთ ვებ-გვერდი ან ნებისმიერი მომსახურება წინასწარი შეტყობინების გარეშე, მაგრამ ვიღებთ ვალდებულებას ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ავუნაზღაუროთ კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურებისთვის წინასწარ გადახდილი საფასური კონკრეტული პროდუქციით და მომსახურებით ან ფულადი ანაზღაურებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი არჩევანისამებრ, ნებისმიერი მიზეზით შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარიშეტყობინების გარეშე. ასევე, წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაარღვევთნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ პირობას. ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ დაუყოვნებლივ შეწყვიტავთ ვებ-გვერდზე შესვლასა და მომსახურებით სარგებლობას. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაცემული ნებისმიერი ვაუჩერი შენარჩუნდება იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც კონკრეტულად ამ ვაუჩერს ეხება და დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულებაში ან უშუალოდ ამ ვაუჩერში.


გარანტიაზე უარის თქმა

ჩვენ წარმოგიდგენთ ვებ-გვერდსა და მომსახურებას იმ სახით “როგორიც ის არის,” „ყველა ხარვეზით,” და “როგორცხელმისაწვდომია.” ჩვენ, ჩვენი მომწოდებლები და პარტნიორები არ ვანხორციელებთ სპეციალურ უზრუნველყოფასა და გავცემთ გარანტიას ვებ-გვერდთან, მომსახურებასთან და შეთავაზებებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც პროდუქციასა და მომსახურებაზე მითითებული იქნება კონკრეტული საგარანტიო პირობები. რამდენადაც ეს მაქსიმალურად დასაშვებია კანონმდებლობით, ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები, დირექტორები, წარმომადგენლები, გამყიდვლები და პარტნიორები უარს ვაცხადებთ ნაგულისხმევ გარანტიებზე, რომ ვებ-გვერდი და მომსახურება სარგებლობს მოთხოვნით ბაზარზე, ან გამოსადეგია ვაჭრობისათვის, არის დამაკმაყოფილებელი ხარისხის მქონე, ზუსტი, დროული, გამოდგება კონკრეტული მიზნისა და საჭიროებისათვის, ან არ არის რაიმეს ხელყოფის გამომწვევი. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ “Mybids.ge” დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, არის უშეცდომო, სანდო, შეფერხების გარეშე ფუნქციონირებადი ან ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ “Mybids.ge” –ით, მათ შორის მისი მომსახურებით ან შეთავაზებით სარგებლობიდან გამომდინარე შედეგები იქნება ეფექტური, სანდო, ზუსტი, ან დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ჩვენ არ გავცემთ არანაირ გარანტიას კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის მითითებული ჩვენს ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ თქვენ შეძლებთ ვებ-გვერდზე შესვლასა და მისი მომსახურებით სარგებლობას ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს ან ადგილას. არანაირმა სიტყვიერმა ან წერილობითმა ინფორმაციამ ან რჩევამ, რაც გაცემული იქნება “Mybids.ge” –ის წარმომადგენლის მიერ არ უნდა შექმნას გარანტია. თქვენი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენ შეიძლება გაგაჩნდეთ დამატებითი მომხმარებელთა უფლებები, რასაც წინამდებარე ხელშეკრულება ვერ შეცვლის.


პასუხისმგებლობის შეზღუდვა


თქვენი ერთადერთი და განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის საშუალება, ჩვენსა და თქვენს შორის წარმოშობილი დავისშემთხვევაში, არის თქვენს მიერ “Mybids.ge” –ით სარგებლობის შეწყვეტა. ჩვენი ან ჩვენი ფილიალების, თანამშრომლები,დირექტორების, წარმომადგენლების, გამყიდვლების ან პარტნიორების პასუხისმგებლობა ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა სარჩელისათვის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თქვენს მიერ ჩვენთვის წინა 6 თვის განმავლობაში კონკრეტული სადავო მომსახურებებისათვის გადახდილი მთლიანი თანხის ოდენობას.ჩვენ, ჩვენი ფილიალები, თანამშრომლები, დირექტორები, წარმომადგენლები, გამყიდვლები და პარტნიორები პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერი არაპირდაპირი, განსაკუთრებული, შემთხვევითი, არაპირდაპირი ან სამაგალითო ზიანისათვის, რაც გამოწვეულია თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობით ან სარგებლობის უუნარობით ან თქვენი ნდობით ვებ-გვერდისა და მომსახურების მიმართ. ზემოხსენებული პასუხისმგებლობის გამორიცხვის წესები ასევე გამოიყენება ნებისმიერი სარჩელის მიმართ,რომელიც ეხება დაკარგულ შემოსავალს, დაკარგულ მონაცემებს, კეთილგანწყობის დაკარგვას, მუშაობის შეჩერებას,კომპიუტერულ ხარვეზს და გაუმართაობას, ან ნებისმიერ სხვა კომერციულ ზიანს ან დანაკარგს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ვიცოდით ან უნდა გვცოდნოდა მსგავსი ზიანის დადგომის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ერთპიროვნულად ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომხარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებაზე ან არ დავუშვათ მომხმარებლის ვაჭრობაში გამარჯვება,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სრულად ავუნაზღაურებთ შეძენილი პროდუქციის საფასურს. პროდუქციის შეძენის პროცესში მონაწილეობის, ბიდების, ვაუჩერების, კუპონების, ტრანსპორტირების და სხვა მომსახურებაზე მომხარებლის მიერ გადახდილი თანხები არცერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება, გარდა “Mybids.ge” -ს სურვილის მიხედვით, მარკეტინგული მიზნებით დაშვებული გამონაკლისებისა. თუ რომელიმე იურისდიქცია კრძალავს პასუხისმგებლობის გამორიცხვას ან შეზღუდვას არაპირდაპირი ან შემთხვევითი ზიანისათვის, ასეთ იურისდიქციაში ჩვენი პასუხსმგებლობა და ჩვენი ფილიალების,თანმშრომლების, დირექტორების, წარმომადგენლების, გამყიდვლების, და პარტნიორების პასუხისმგებლობა უნდა შეიზღუდოს კანონმდებლობით დაშვებული ზომით.



ანაზღაურება


თქვენ თანახმა ხართ, რომ დაიცავთ, აუნაზღაურებთ და გაათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან “Mybids.ge” –ს, მის დამფუძნებელ კომპანიას, თანამშრომლებს, დირექტორებს და წარმომადგენლებს ყველა და ნებისმიერი სარჩელის, ზიანის,ზარალის, ვალდებულების, დანაკარგების, პასუხისმგებლობის, ხარჯების ან დავალიანებისაგან, ასევე სხვა ნებისმიერიხარჯებისაგან (მათ შორის და არა მხოლოდ ადვოკატის მომსახურების ასანაზღაურებელი გონივრული ხარჯებისაგან), რაც გამომდინარეობს შემდეგიდან:
1) თქვენს მიერ “Mybids.ge” –ით სარგებლობა და ვებ-გვერდზე შესვლა;
2) თქვენს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევა;
3) თქვენი მხრიდან ნებისმიერი მესამე მხარის უფლების, მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი საავტორო,საკუთრების თუ კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა; ან
4) ნებისმიერი საჩივარი ან სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია ზიანს აყენებს მესამე მხარეს. ზემოთ აღნიშნული დაცვისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეინარჩუნებს და უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და თქვენს მიერ “Mybids.ge” –ით სარგებლობას.


უფლებების დაცვა და მათგან გათავისუფლება

“Mybids.ge” იტოვებს უფლებას, თუმცა არ არის ვალდებული, რომ გააკონტროლოს ან გაატაროს ნებისმიერი მის მიერ საჭიროდ მიჩნეული ღონისძიება, თქვენსა და ჩვენს სხვა მომხმარებლებს ან თქვენსა და პარტნიორებს შორის წარმოშობილი დავებისგადასაწყვეტად. იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებია კანონით, თქვენ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი სარჩელისა და პასუხისმგებლობისაგან, რაც უკავშირდება ვებ-გვერდზე დადებულ ინფორმაციას, ასევე ნებისმიერი სარჩელისაგან, რაც უკავშირდება ჩვენი ნებისმიეირი სხვა მომხმარებლისა ან პარტნიორის ქმედებას.


ინტელექტუალური საკუთრება

თქვენ აცნობიერებთ და თანახმა ხართ, რომ ჩვენ და ისინი, ვინც ჩვენ ლიცენზიებს გვანიჭებენ, ვიტოვებთ საკუთრებაში ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რაც რაიმენაირად კავშირშია ვებ-გვერდთან და მომსახურებებთან, მათ შორის შესაბამის საავტორო, სასაქონლო ნიშნის და სხვა პირად უფლებებს. წინამდებარე ხელშეკრულება არ გულიხმოს თქვენთვის რაიმე ლიცენზიის მონიჭებას ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გარდა შეზღუდული უფლებისა, რომ ისარგებლოთ ვებ-გვერითა და მომსახურებებით წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. “Mybids.ge” არის ჩვენი სასაქონლო ნიშანი. სხვა პროდუქტებისა და კომპანიების სახელები, რაც მოხსენიებულია ვებ-გვერდზე, ან წარმოდგენილია როგორც მომსახურების ნაწილი, შესაძლებელია იყოს შესაბამისი პირების საკუთრება. ჩვენ ვიტოვებთ ყველა იმ უფლებას, რაც წინამდებარე ხელშეკრულებით პირდაპირ არ გენიჭებათ თქვენ. “Mybids.ge” – ზე განთავსებული კონტენტი, გარდა ყველა სხვავებ-გვერდის ინტელექტუალური საკუთრებისა, რაც მოპოვებულია ბმულების და ჩვენი მომხმარებლების მიერ დადებული ინფორმაციის მეშვეობით, ეკუთვნის “Mybids.ge” –ს. ეს მოიცავს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ტექსტს, კომპიუტერულ პროგრამას, ხელნაწერებს, გრაფიკებს, სურათებს, ბგერებს, ინტერაქტიულ საშუალებებს და სასაქონლო ნიშნებს, მომსახურებისნიშნებს და მათში გაერთიანებულ ლოგოებს (“ნიშნები“). ნიშნები, რომლებიც ეკუთვნის ან ლიცენზიით მინიჭებული აქვს “Mybids.ge” - ს, წარმოადგენს საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ობიექტს საქართველოსკანონომდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და იმ იურისდიქციის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ქვეშაც თქვენ რეზიდენტი ხართ. “Mybids.ge” –ის მიერ წარმოდგენილი კონტენტი წარგედგინებათ თქვენ იმ სახით „როგორც ის არის“ მხოლოდთქვენი ინფორმაციისა და პირადი სარგებლობისათვის. აკრძალულია აღნიშნული კონტენტის გამოყენება, ასლის გაკეთება,გამრავლება, შეცვლა, გავრცელება, გადაცემა, ტრანსლაცია, ჩვენება, გაყიდვა, ლიცენზირება, ან სხვაგვარი გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნის მისაღწევად შესაბამისი მესაკუთეების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ ყველა უფლებას,რაც პირდაპირ არ ენიჭება ვებ-გვერდსა და მომსახურებას. რაც შეეხება ჩვენსა და თქვენს შორის ურთიერთობებს, თქვენ ინარჩუნებთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას საავტორო უფლებით დატვირთულ ნებისმიერ მასალაზე და სასაქონლო ნიშანზე, რასაც შეიცავს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე დადებული კონტენტი. თქვენ გვანიჭებთ ჩვენ უცვლელ, სამუდამო,არაექსკლუზიურ, ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულ, სრულად ანაზღაურებულ, საერთაშორისო ლიცენზიას, რომ ჩვენ მოვახდინოთ თქვენი ნებისმიერი და ყველა ასეთი უფლებისა და ინფორმაციის გამრავლება, მეორადი ნაწარმოებების შექმნა, გადათარგმნა, გავრცელება, საჯაროდ შესრულება და საჯაროდ ჩვენება ნებისმიერი სახითა და საშუალებით,რომელიც ამჟამად არსებობს ან რომელიც მომავალში შეიქმნება, გამოყენება, სარგებლობა, გაყიდვა, იმპორტი, გასაყიდად შეთავაზება, სხვაგვარად კომერციულად გამოყენება ან განხორციელება. თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე უფლება კონტენტი, რომლის ჩვენთვის ლიცენზირებაც ვერ მოხდება (როგორიცაა მორალური უფლებები ზოგიერთ სახელმწიფოში), თქვენ უპირობოდ დაუცვლელად უარს აცხადებთ ასეთი უფლებების აღსრულებაზე. თქვენ ასევე უარს აცხადებთ მსგავს უფლებებთან დაკავშირებულ ყველა სარჩელზე და სარჩელის საფუძველზე, რაც მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ ან კავშირშია ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

შენიშვნა: კომპანია “Mybids.ge”-ს მიერ მომხმარებლისთვის განკუთვნილი შეთავაზება "საჩუქრები" რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელმა შეარჩიოს და საჩუქრად მიიღოს მის მიერ აუქციონში გახარჯული თანხის ღირებულების ნივთი, ეს შეთავაზება არ გამოიყენება არცერთ სხვა ონლაინ აუქციონში მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად ის წარმოადგენს კომპანია “Mybids.ge” -ს ინტელექტუალურ საკუთრებას, შეთავაზებას მისი სრულყოფილი ფუნქციონალითა და დიზაინით (ასევე იგულისხმება გახარჯული თანხის გამომთვლელი სისტემა) იცავს საქართველოს კანონმდებლობა, მისი ნებისმიერი სახით მითვისება დაისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


განცხადება საავტორო უფლებებზე



ჩვენ პატივს ვცემთ სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ. თუ თქვენ ხართ საავტორო უფლების მესაკუთრე ან მესაკუთრის წარმომადგენელი და ნახეთ კონტენტი, ინფორმაცია, რომელიც არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს,თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განცხადება. აღნიშნულის განსახორციელებლად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია წერილობითი სახით:

1) იმ პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს შესაბამისი ექსკლუზიური საავტორო უფლების მქონე პირის სახელით, რომლის საავტორო უფლებაც სავარაუდოდ დაირღვა;

2) საიდენტიფიკაციო მონაცემები იმ ნაწარმოებისა, რომელზე გავრცელებული საავტორო უფლებაც სავარაუდოდ დაირღვა, ან, თუ ერთ ონლაინ ვებ-გვერდზე არსებულ საავტორო უფლებით დაცულ რამდენიმე ნაწარმოებს მოიცავს ერთი განცხადება, მაშინაღნიშნულ ვებ-გვერდზე არსებული შესაბამისი ნაწარმოებების სია;

3) იმ მასალის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც სავარაუდოდ არღვევს სხვის საავტორო უფლებას/უფლებებს ან არის ამუფლების/უფლებების შემლახველი საქმიანობის ობიექტი და რომელიც უნდა წაიშალოს ან რომლის სხვებისათვის ხელმისაწვდომობაც უნდა შეწყდეს. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საკმარისი ინფორმაცია, რათა მომსახურების მომწოდებელმა შეძლოს მასალის ლოკალიზება;

4) საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მომსახურების მომწოდებელმა შეძლოს თქვენთან დაკავშირება, როგორიცაა მისამართი,ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომია;

5) განცხადება, რომ თქვენ კეთილსინდისიერად გწამთ, რომ კონკრეტული მასალით მსგავსი სარგებლობა არ არის ნებადართული საავტორო უფლების მქონე პირის, მისი წარმომადგენლის ან კანონმდებლობის მიერ;

6) განცხადება იმისა, რომ გამოგზავნილ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია არის ზუსტი და, ცრუმოწმეობისათვის დადგენილი სასჯელის გათვალისწინებით, თქვენ ხართ უფლებამოსილი იმოქმედოთ სავარაუდოდ დარღვეული ექსკლუზიური უფლების მქონე პირის სახელით. განცხადებები საავტორო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით უნდა გაუგზავნოთ “ “Mybids.ge”–ის მიერ დანიშნულ თანამშრომელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@Mybids.ge თქვენ აცნობიერებთ, რომ თუ ვერ შეასრულებთწინამდებარე ხელშეკრულების ამ ნაწილის მოთხოვნებს, თქვენი განცხადება იქნება ბათილი. ელექტრონული კომუნიკაციები თქვენსა და “Mybids.ge”–ს შორის ურთიერთობანი ელექტრონულ ხასიათისაა. ეს ურთიერთობები მოიცავს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე შესვლას, ჩვენთვის ელექტრონული ფოსტის გამოგზავნას, “Mybids.ge”–ის მიერ ვებ-გვერდზე განცხადებების დადებას ან მის მიერ თქვენთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ურთიერთობის დამყარებას. ხელშეკრულების მიზნებისათვის, თქვენ ა)თანახმა ხართ, რომ მიიღებთ კომუნიკაციებს “Mybids.ge”–ისაგან ელექტრონული ფორმით; და ბ) თანახმა ხართ, რომ ყველა პირობა, გარიგება, შეტყობინება, განცხადება და სხვა კომუნიკაციები, რასაც “Mybids.ge” გიგზავნით ელექტრონულად,აკმაყოფილებს ნებისმიერ სამართლებრივ მოთხოვნებს, რომლებსაც მსგავსი კომუნიკაციები წერილობითი ფორმით არსებობის პირობებში დააკმაყოფილებდა. ზემოთ აღნიშნული არ ახდენს გავლენას თქვენს განუყოფელ უფლებებზე.


ერთიანი ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეცვლა და უარის თქმა



წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა (რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე http://mybids.ge/page/terms ასევე “Mybids.ge”–ის მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სამართლებრივი შეტყობინება ან ნებისმიერი შეთავაზების ვაუჩერი, არის ერთიანი ხელშეკრულება თქვენსა და “Mybids.ge” -ს შორის. ჩვენ შეიძლება პერიოდულად შევცვალოთ ხელშეკრულების პირობები. ნებისმიერი მსგავსი ცვლილება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. თქვენ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ხართ იმისათვის, რომ პერიოდულად შეამოწმოთ ვებ-გვერდი ხელშეკრულებაში მსგავსი ცვლილებების შეტანის შესახებ საქმის კურსში ყოფნის მიზნით. თუ თქვენ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებებს, მათი ხელშეკრულებასთან მიერთების დროისათვის უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობა. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შესვლის შემდგომ თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობა მიუთთებს იმაზე, რომ თქვენ ეთანხმებით შეცვლილ ხელშეკრულებას. ნებისმიერი ცვლილება ხელშეკრულებაში(გარდა ამ პარაგრაფით დადგენილისა) ან “Mybids.ge”–ის უფლებებზე უარის თქმა ამ პარაგრაფის ფარგლებში არ არის ნამდვილი და ეფექტური გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს განმტკიცებულია წერილობით შეთანხმებაში, რომელზეც “Mybids.ge” –ის მოხელის ხელმოწერაა. ნებისმიერი ნაგულისხმევი უარის თქმა ხელშეკრულებაზე ან მისი ცვლილება “Mybids.ge” მიერ სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტით დამყარებული კამუნიკაციების მეშვეობით ჩაითვლება ბათილად.


დავის გადაწყვეტის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია

ეს ხელშეკრულება დადებულია თქვენსა “Mybids.ge” ორგანიზაციას შორის იმ სახელმწიფოსათვის, რომელშიც თქვენ რეზიდენტი ხართ. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები განიმართება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა გამომდინარე ამ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული აქცესორული ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათშორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან) წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისიინსტანციის სასამართლოს მიერ.


ხელშეკრულების ზოგადი პირობები

თქვენ და ჩვენ დამოუკიდებელი ხელშემკვრელი მხარეები ვართ. ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა დაჩვენს შორის პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში. ჩვენს მიერ წინამდეარეხელშეკრულების ნებისმიერი დებულების აღსრულების შეუძლებლობა არ ჩაითვლება ამ დებულების აღსრულების უფლებაზე უარის გამოცხადებად. ჩვენი უფლებები, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული შენარჩუნდება ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც. თქვენ და “Mybids.ge” თანხმდებით, რომ ნებისმიერი სარჩელი, რაც გამომდინარეობს ან უკავშირდება “Mybids.ge” –ს, უნდა აღიძრას სარჩელის საფუძვლის გაჩენიდან ერთი (1) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საფუძვლით სარჩელის აღძვრის უფლება სამუდამოდ უქმდება. თქვენ აცხადებთ, რომ სამართლებრივად უფლებამოსილი ხართ მიიღოთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი ასაკი აღემატება 18 წელს, ან ხართ მშობელთა მზრუნველობისაგან განთავისუფლებული არასრულწლოვანი, ან გაგაჩნიათ მშობელთა ან მეურვის სამართლებრივი ნებართვა და ხართ სრულად კომპეტენტური, რათა შეუერთდეთ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, ვალდებულებებს, მტკიცებულებებს, წარმომადგენლობებს და გარანტიებს, და ასევე დაემორჩილოთ და შეასრულოთ წინამდებარე ხელშეკრულება.